ლევან  დავითაშვილი - საუდის არაბეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, პოტენციური პარტნიორია

პირველი ვიცე-პრემიერის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და მთავრობის მიზანია, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან ხარისხიანი, პირდაპირი ინვესტიციები მოვიზიდოთ როგორც ეკონომიკური ზრდის შენარჩუნების, ასევე ეკონომიკის სტრუქტურის გაუმჯობესებისთვის.

ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმზე მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.

მინისტრის თქმით, ამ მიმართულებით ეკონომიკის სამინისტრო ბევრს მუშაობს სხვადასხვა ქვეყანასთან, აქვს ინტენსიური დიალოგი ძირითად პარტნიორებთან და ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი, პოტენციური პარტნიორი საქართველოსთვის არის საუდის არაბეთი, რომელიც უმსხვილეს ეკონომიკას წარმოადგენს ყურის ქვეყნებს შორის.

„გასულ წელს გვქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი ყურეში, შევხვდით მმართველ გუნდს, პრინცს, ასევე მთავრობის წარმომადგენლებს და ამ შეხვედრებზე გადაწყდა, რომ უნდა ჩამოგვეყალიბებინა ფორმალური პლატფორმები ეკონომიკური ურთიერთობების წასახალისებლად ორ ქვეყანას შორის. ასეც მოხდა - შარშან სავაჭრო პალატებს შორის ჩამოყალიბდა ერთიანი პლატფორმა, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროების მონაწილეობით შეიქმნა კონკრეტული ბიზნესსაბჭო, სადაც ქართული და საუდის არაბეთის ბიზნესებია წარმოდგენილი. ეს ყველაფერი გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ უფრო წავახალისოთ ინვესტიციები, სავაჭრო ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის და დღევანდელი ფორუმიც ამ დაწყებული სამუშაოს ლოგიკური გაგრძელებაა, რომლის ფარგლებშიც, ასევე, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ბიზნესის წარმომადგენლებს შორის და იმედი მაქვს, რომ კონკრეტული შედეგები იქნება მიღწეული ინვესტიციების განხორციელების კუთხით“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 15 თებერვალს თბილისი საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმს მასპინძლობს, რომელიც მისასალმებელი სიტყვით გახსნეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრმა ხალიდ ალ-ფალიჰმა.

უწყების ცნობით, ფორუმზე განიხილება საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები, გაიმართება პანელური დისკუსიები ტურიზმისა და უძრავი ქონების სექტორში საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, ფორუმის მონაწილეები მსჯელობენ საქართველოს, როგორც სატრანსპორტო, ლოგისტიკური და ენერგეტიკული ჰაბის პოტენციალზე. ღონისძიების ფარგლებში ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა გაცვალეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და კულტურული ურთიერთობების მიმართულებით.

საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმში 300-მდე დელეგატი მონაწილეობს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება