ვანო მაღალაშვილი - დეკანოზი მამალაძის საქმე ბურუსით მოცულია და ბევრი სადაო დეტალია - სამწუხაროა, რომ საქართველოს არ აქვს ისეთი სასამართლო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ასეთი საქმეების სამართლიანად განხილვა

დეკანოზი მამალაძის საქმე არის ბურუსით მოცული და ბევრი სადაო დეტალია ამ შემთხვევაში - სამწუხაროა, რომ საქართველოს არ აქვს ისეთი სასამართლო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ასეთი საქმეების სამართლიანად განხილვას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ვანო მაღალაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძის განთავისუფლებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, დამოუკიდებელი სასამართლოს არ არსებობა ასეთ საქმეებთან ერთად კავშირშია ქვეყნის გაღარიბებასთან.

„დეკანოზი მამალაძის საქმე არის ბურუსით მოცული საქმე და ბევრი სადაო დეტალია ამ შემთხვევაში. სამწუხაროა, რომ საქართველოს არ აქვს ისეთი სასამართლო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიანად განხილვას ასეთი საქმეების. დამოუკიდებელი სასამართლოს არ არსებობა ასეთ საქმეებთან ერთად კავშირშია პირადად ქვეყნის გაღარიბებასთან, რადგან როდესაც არ არის სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი, არ შემოდის ინვესტიციები და ეს პირდაპირ ხელს უწყობს ქვეყნის გაღარიბებას“, - განაცხადა ვანო მაღალაშვილმა, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატიმროდან ე.წ. უდოს საფუძველზე გათავისუფლდა. ინფორმაციისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს