ცესკო-ს ოპოზიციონერი წევრი - პუნქტს, რომელიც საარჩევნო პროცესში ძირეულ რეფორმებს ეხება, შესრულებულად ვერ ჩავთვლით,  რადგან ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს

პუნქტს, რომელიც საარჩევნო პროცესში ძირეულ რეფორმებს ეხება, შესრულებულად ვერ ჩავთვლით, იმ ცვლილებებიდან გამომდინარე, რაც მეორე მოსმენით იქნა მიღებული, რადგან არ ითვალისწინებს ვენეციის კომისიის ძირეულ რეკომენდაციებს, - ამის შესახებ ცესკო-ს წევრმა „სტრატეგია აღმაშენებლიდან“, ანა კობახიძემ განაცხადა, რითაც საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს გამოეხმაურა.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს, რაც არაერთ კითხვის ნიშანს აჩენს.

მისივე თქმით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესი კონსენსუსის საფუძველზე უნდა წარიმართოს:

„ვენეციის კომისიის მკაცრი და საფუძვლიანი რეკომენდაციების მიუხედავად, ცვლილებები საარჩევნო კოდექსში მეორე მოსმენით მაინც იქნა მიღებული, თუმცა ვფიქრობ, რომ თუ პოლიტიკური ნება იარსებებს, ამ კანონპროექტის მიღება უნდა შეჩერდეს. ვენეციის რეკომენდაციები არ არის გათვალისწინებული განსაკუთრებით იმ ნაწილში, სადაც პრეზიდენტია ჩამოშორებული არჩევის პროცესს და საბოლოოდ, ცესკო-სა და მთლიანად, ადმინისტრაციის დაკომპლექტების ნაწილში ვერ მივიღებთ კონსენსუსურ კანდიდატებს, რომელზეც თანხმობა იქნება ყველა პოლიტიკური პარტიის მხრიდან და ნიშნავს იმას, რომ მაღალი ჩართულობით მოხდება ეს პროცესი.

პუნქტს, რომელიც საარჩევნო პროცესში ძირეულ რეფორმებს ეხება, შესრულებულად ვერ ჩავთვლით, იმ ცვლილებებიდან გამომდინარე, რაც მეორე მოსმენით იქნა მიღებული, რადგან არ ითვალისწინებს ვენეციის კომისიის ძირეულ რეკომენდაციებს“, - განაცხადა კობახიძემ, რომლის განცხადებასაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს