გორის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი - ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი დეოკუპაცია მოხდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველო გახდება ევროკავშირის და ნატო-ს წევრი, ამისთვის კი აუცილებელია ხელისუფლება შეიცვალოს

ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი დეოკუპაცია მოხდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველო გახდება ევროკავშირის და ნატო-ს წევრი, ამისთვის კი აუცილებელია საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლება,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გორის საკრებულოს დეპუტატმა ანო ბალიაშვილმა, „ცხინვალის მარიონეტული რეჟიმისთვის მოსკოვის ახალ დირექტივაზე“ საუბრისას განაცხადა.

მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია ძალიან სწრაფად მოხდეს ცვლილებები, რომ ხალხს ჰქონდეს უკეთესი ანაზღაურება, ღირსეული შემოსავალი და დემოკრატიული გარემო.

„ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი დეოკუპაცია მოხდება იმ შემთხვევაში თუ საქართველო გახდება ევროკავშირის და ნატო-ს წევრი. ამისათვის კი მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლების ცვლილება იმიტომ, რომ ივანიშვილის პარტია, ფაქტობრივად არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო გადაიყვანოს ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტანდარტზე. მათ ინტერესში არ შედის ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და ეკონომიკური წინსვლა. ამიტომ მნიშვნელოვანია ძალიან სწრაფად მოხდეს ცვლილებები, რომ ხალხს ჰქონდეს უკეთესი ანაზღაურება, ღირსეული შემოსავალი და ის დემოკრატიული გარემო, რომელსაც ვიმსახურებთ“, - განაცხადა ანო ბალიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს