„კოლორ პაკმა“ შესაფუთ პროდუქციის წარმოებაში სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის საერთაშორისო სტანდარტი დანერგა და ISO 22 000-ის სერტიფიკატი მიიღო

ქართულმა პოლიგრაფიულმა საწარმომ „კოლორ პაკმა“, 2-წლიანი აქტიური მუშაობის შედეგად, შესაფუთი პროდუქციის წარმოებაში სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის საერთაშორისო სტანდარტი დანერგა და ISO 22 000-ს სერტიფიკატი მიიღო.

სტანდარტის დანერგვის შედეგად, „კოლორ პაკი“ აწარმოებს სპეციალურად საკვები პროდუქტებისთვის განკუთვნილ, ჯანმრთელობისთვის სრულიად უვნებელ შესაფუთ მასალებს. შესაბამისად, ადამიანის ორგანიზმისთვის ზიანის მიყენების რისკები ნულამდე იქნება დაყვანილი.

ISO 22000 არის პირველი საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც შეუძლია გამოიყენოს სასურსათო ჯაჭვის ყველა მონაწილემ, „ფერმიდან სუფრამდე“. მათ შორის იმ პროდუქტების მწარმოებელმა და მომსახურების მიმწოდებელმა კომპანიებმა, როგორებიცაა დალაგება-დასუფთავების სერვისის მიმწოდებელი, მოწყობილობა-დანადგარების მწარმოებელი და სატრანსპორტო კომპანიები.​

„კოლორ პაკმა“ ISO 22000 სტანდარტის დანერგვის დამადასტურებელი ხარისხის ნიშანი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მასერტიფიცირებელი ორგანოსგან - „ლოიდსისგან“ მიიღო.

როგორც პოლიგრაფიულ საწარმოში განმარტავენ, ISO 22000 სერტიფიცირების მიღება „კოლორ პაკის“ სანდოობას კიდევ უფრო ზრდის:

„მიღებული სერტიფიცირება კიდევ უფრო თამამს გვხდის, ვაწარმოოთ მასალები საკვები პროდუქტებისთვის და ჩვენ პარტნიორებს ჰქონდეთ გარანტია, რომ ყველაფერი ევროპული სტანდარტების შესაბამისად სრულდება. ბუნებრივია, ISO 22 000 არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას. სტანდარტის მართვაზე მონიტორინგს მასტერტიფიცირებელი ორგანო ყოველწლიური საკონტროლო აუდიტით აწარმოებს, ხოლო სამ წელიწადში ერთხელ რესერტიფიცირებას გავდივართ. ეს იმას ნიშნავს რომ „კოლორ პაკისთვის“ ერთი მხრივ მაღალი ხარისხის დამკვიდრება და მეორე მხრივ, მისი შენარჩუნება პრიორიტეტია“, - განმარტავენ „კოლორ პაკში“.

„კოლორ პაკი“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პოლიგრაფიული საწარმოა რეგიონში, რომელიც ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებს. კომპანია ემსახურება როგორც დიდ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესს. „კოლორ პაკი“ ფარავს სხვადასხვა ინდუსტრიას, მათ შორის საკვები და სწრაფი მოხმარების პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების და სხვა.

(R)

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო