კახა კალაძე სააკაშვილის ინიციატივაზე - ალბათ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ამის საჭიროება აქვს, რომ სკოლაში ატაროს თავისი ადამიანები, ვინც ხმას ითვლის

არ ვიცი, ალბათ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ამის საჭიროება აქვს, რომ სკოლაში ატაროს თავისი ადამიანები, ვინც ხმას ითვლის. ეს მათი უფლებაა და შეუძლიათ იარონ, არანაირი პრობლემა არ არის, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას ხმების მცველი სკოლის შექმნას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ გამარჯვებისთვის ემზადება და რეალური შესაძლებლობა აქვს ხელისუფლებას იმისთვის, რომ კონსტიტუციური უმრავლესობით ხელისუფლებაში მოვიდეს.

„როგორც ყოველთვის „ქართული ოცნება“ გამარჯვებისთვის ემზადება და რეალური შესაძლებლობა აქვს „ქართულ ოცნებას“ იმისთვის, რომ კონსტიტუციური უმრავლესობით ხელისუფლებაში მოვიდეს. იმიტომ, რომ ძალიან დიდია მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან. რამდენ არჩევნებში მაქვს მონაწილეობა მიღებული, 2012 წლიდან ერთად მოვდივართ და ასეთი მხარდაჭერა 2012 წლის შემდეგ „ქართული ოცნებას“ არ ჰქონია, როგორიც დღეს აქვს. იმიტომ, რომ საზოგადოება ყველაფერს ნათლად ხედავს. დღეს ინფორმაცია ჩაკეტილი არ არის, ის წლები უკვე წარსულს ჩაბარდა, როდესაც ხელისუფლება გაბატონებული იყო და ყველა მედიასაშუალება ჯიბეში ჰქონდა. დღეს ძალიან ბევრ რამეზე ხელი მიგვიწვდება, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მივიღოთ. შესაბამისადა, ხალხი ხედავს, თუ რა ხდებოდა, როგორი ზეწოლა იყო, როგორი შემოტევები იყო, მაგრამ ჩვენ ჩვენი სიმტკიცით, პრინციპულობით და პატრიოტიზმით შევინარჩუნეთ სიმშვიდე ქვეყანაში, შევინარჩუნეთ მშვიდობა. მოვახდინეთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო და ამ პრინციპებით ვაპირებთ მომავალში გავაგრძელოთ ჩვენი ცხოვრება, სადაც პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესი გათვალისწინებული იქნება“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ „ვაანონსებ ხმების მცველის სკოლის შექმნას. ეს სკოლა ამოქმედდება თვე-თვენახევარში. გავატარებთ ათასობით ადამიანს, რომელსაც ვასწავლით ამ სულელური სქემების გამოცნობას და მათ აღკვეთას“.

მისივე განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ არჩევნების გაყალბება არ გამოუვა და „ცივი წყალი დალიოს ყველამ, ვისაც ამის გაკეთება სურს“.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო