ლატვიის თავდაცვის მინისტრი - ნატო-ს რუსეთთან დიალოგში მკაცრი მიდგომა ესაჭიროება

ნატო-ს რუსეთთან დიალოგში მკაცრი მიდგომა ესაჭიროება, - ამის შესახებ ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, ანდრის სპრუდსმა ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„ჩვენ ძალის პოზიციიდან უნდა ვიმოქმედოთ და ვისაუბროთ. რუსეთი აგრესორი სახელმწიფოა. ჩვენ აქედან უნდა გამოვიდეთ, იმის გაგებით, რომ ეს შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს“, - განაცხადა ანდრის სპრუდსმა.

ანდრის სპრუდსმა აღნიშნა, ალიანსმა პოტენციური აგრესიისგან საზღვრების დაცვა უნდა გააძლიეროს.

„რუსეთთან და ბელარუსთან ბალტიისპირეთის ქვეყნების საზღვარი უნდა გაძლიერდეს“, - აღნიშნა სპრუდსმა. სპრუდსის თქმით, ალიანსმა უკრაინასთან დაახლოება არ უნდა გააჭიანუროს.

„ვილნიუსში შევთანხმდით, რომ უკრაინა გაწევრიანებისკენ სვლას გააგრძელებს. ვაშინგტონამდე კი ბევრი პრაქტიკული ნაბიჯის გადადგმა შეგვიძლია“, - განაცხადა ლატვიის თავდაცვის მინისტრმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება