საცხოვრებელი ფართები კიდევ 33 ოჯახს დაუკანონდა

თბილისის მერმა კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები დღეს საბურთალოს, ვაკის, ისნის, მთაწმინდის, კრწანისისა და სამგორის რაიონში მცხოვრებ 33 ოჯახს გადასცა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, წლების განმავლობაში დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართები ამ ოჯახებს სიმბოლურ 1 ლარად გადაეცათ.

„დღეს 33 ოჯახს გადავეცით საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები. ეს ის ფართებია, სადაც ეს ადამიანები ათეული წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ და გარკვეული მიზეზების გამო ვერ ხერხდებოდა მათი დაკანონება. 2017 წლიდან, როდესაც დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ ამირჩია, დავიწყეთ აღნიშნული პროგრამის განხორციელება და 3000-მდე ოჯახი უკვე დაკმაყოფილებულია და გადაცემული აქვთ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები. რა თქმა უნდა, ეს პროგრამა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ამ პრობლემის მქონე ყველა ოჯახი არ დაკმაყოფილდება. ჩვენგან იქნება მაქსიმალური ხელშეწყობა. აუცილებლად უნდა მიმართონ იმ რაიონის გამგეობას, სადაც ისინი ცხოვრობენ და ჩვენი თანამშრომლები მათ მაქსიმალურად გაარკვევენ იმაში, თუ რა საბუთები უნდა წარმოადგინონ. ამის შემდეგ დედაქალაქის მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას. ამ 33 ოჯახს ვულოცავ და ვუერთდები მათ სიხარულს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

უწყების ცნობითვე, წლობით დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემა 2017 წლიდან კახა კალაძის ინიციატივით დაიწყო. ღონისძიებას, თბილისის მერთან ერთად, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, შესაბამისი რაიონების გამგებლები, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს