ირაკლი ღარიბაშვილი - ვინ არის საერთოდ ხაზარაძე, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებელზე მუქარებს აჟღერებს? პროკურორია თუ როგორ ბედავს? - რეპრესიებს აანონსებს ეს არარაობა, თაღლითობაში მხილებული ადამიანი

როგორ შეიძლება ისეთი არასერიოზული ადამიანის, როგორიც ბატონი ხაბეიშვილია, მორიგ სასაცილო ინიციატივაზე სერიოზული კომენტარი გავაკეთოთ? - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ იდეა „ხმის მცველების სკოლის“ შექმნის შესახებ.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, „მთელი ოპოზიცია წასაგებად ემზადება“.

გარდა ამისა, ღარიბაშვილი გამოეხმაურა ხელისუფლების მიმართ „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებებსაც და მას „არარაობა“ და „თაღლითობაში მხილებული“ ადამიანი უწოდა.

„მინდა ხაზარაძეს მივუბრუნდე და შეგახსენოთ, რომ მან ცნობილი პროექტი, რომელიც 2016 წელს მთავრობამ მიანდო, ანაკლიის პორტის პროექტი, ჩააგდო, ვერ განახორციელა. მთავრობა 5 თუ 6 წელი ელოდა და ამის შემდეგ, ეს ადამიანი წავიდა, სასამართლოში უჩივლა ჩვენს სახელმწიფოს, ხალხს და ედავება 1 მილიარდ 500 მილიონ დოლარს. ჩვენი ქვეყნის და ხალხის გაძარცვა აქვს ამ ადამიანს გამიზნული. კიდევ ერთი - როდესაც იგი საუბრობს ჩვენი პარტიის დამფუძნებელზე და რაღაც მუქარებს აჟღერებს, ვინ არის საერთოდ ხაზარაძე? პროკურორია თუ როგორ ბედავს ასეთი ტიპის განცხადებების გაკეთებას? რეპრესიებს აანონსებს ეს არარაობა, თაღლითობაში მხილებული ადამიანი? ყველაფერი ნათელია ჩვენთვის. ეს არის „ნაცმოძრაობის“ და მათი ლობისტების მიერ აპრობირებული მეთოდი. მათი მიზანია ჩვენი ხალხის შეცდომაში შეყვანა, მაგრამ მათ მთავარი ავიწყდებათ - ჩვენი ხალხი ბრძენია და ვეღარ მოატყუებენ. ვერ მოატყუებს ვერც სააკაშვილი, ვერც მისი მფარველები და ლობისტები, ვერც ხაზარაძე და მისნაირი "ლუზერები“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო