ნიკოლ ფაშინიანი - აზერბაიჯანი, შესაძლოა, სომხეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომისთვის ემზადება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ბაქომ შეიძლება ერევნის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყოს. მთავრობის სხდომაზე საუბრისას ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ერევანი სთავაზობს საბჭოთა პერიოდის საზღვრების „ადგილზე“ და რუკაზე აღდგენას და მისგან ჯარების გაყვანას.

თუმცა, მისი თქმით, ბაქო არაკონსტრუქციულ პოზიციას იკავებს, პერიოდულად აყენებს საკითხს საბჭოთა პერიოდის სომხეთის ტერიტორიაზე არსებული ოთხი ანკლავის შესახებ და უარს ამბობს იმის აღიარებაზე, რომ 30-ზე მეტი სომხური სოფლის ტერიტორიები ამჟამად აზერბაიჯანის ოკუპაციის ქვეშაა.

„აზერბაიჯანი ცდილობს ჩამოაყალიბოს ისე, რომ მისმა ჯარებმა არ დატოვონ 31 სომხური სოფლის ტერიტორია. სომხეთი ადასტურებს მზადყოფნას კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად, რომლის პრინციპები უკვე განიხილება - ეს არის საზღვრების ურთიერთ აღიარება ალმა-ათის 1991 წლის დეკლარაციის საფუძველზე. ფაქტობრივად, მხარეებს რჩებათ ტექნიკური სამუშაოები“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მისი თქმით, სომხეთი თანახმაა საზღვრების დელიმიტაციაზე ან ამ პროცესის ლოკალურად განხორციელებაზე, საზღვრის ნაწილებად დაყოფით.

„მაგრამ აზერბაიჯანი, როგორც ჩანს, თავს არიდებს ამ ვარიანტს. და ჩვენი ანალიზი აჩვენებს, რომ ამას შეიძლება არსებობდეს ერთი მიზეზი - დაიწყოს საბრძოლო მოქმედება საზღვრის გარკვეულ მონაკვეთებზე, სამხედრო ესკალაციის სომხეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ომში გადაყვანის პერსპექტივით“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

მისი თქმით, ბაქო აგრძელებს პოლიტიკის გატარებას „მომეცი ის, რაც მინდა, თორემ სამხედრო გზით წავიღებ“.

ფაშინიანს მიაჩნია, რომ ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია აქტიურ მოლაპარაკებებში ჩართვა და ქვეყნის ინტერესების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის პოზიციაზე მტკიცედ დგომა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი