ირაკლი ღარიბაშვილი სუს-ში ყოფილი მაღალჩინოსნების დაბარებაზე - ეს არის სრული სიცრუე და მორიგი დემაგოგია - არავის სმენია მსგავსი ფაქტის შესახებ, ბუნებაში არ მომხდარა ასეთი რამ და თქვენ ხალხს ატყუებთ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, მისი გარემოცვის წევრები, შესაძლო კორუფციის ფაქტებზე გამოძიების ფარგლებში, სუს-ში დაკითხვაზე დადიან სიცრუეა.

ამის შესახებ მან პარტიის ოფისში ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ აღნიშნა.

„[ირაკლი ღარიბაშვილის უახლოესი გარემოცვა დადის სუს-ში დაკითხვაზე] ეს არის სრული სიცრუე და მორიგი დემაგოგია. თქვენ ახლა ხალხს უყვებით ზღაპრებს. არავის სჯერა თქვენი ზღაპრების, მორიგი მოგონილი სისულელე. თქვენ იკითხეთ კონკრეტული გვარები [რომეო მიქაუტაძე, ჯუანშერ ბურჭულაძე], არც ჩემთვის, არც გუნდის წევრებისთვის არ არსებობს მსგავსი ინფორმაცია. არავის სმენია მსგავსი ფაქტის, ბუნებაში არ მომხდარა ასეთი რამ და თქვენ ატყუებთ ხალხს“,- განაცხადა ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კორუფციის ფაქტების გამოძიების ფარგლებში, სუს-ში რამდენიმე უწყების მაღალი თანამდებობის პირი დაკითხვაზე იყო მისული.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს