ცესკოს თავმჯდომარე - ვადასტურებთ ღიაობას და ინკლუზიური პროცესის ხელშეწყობას იმისთვის, რომ ერთობლივი ძალებით უზრუნველვყოთ საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი არჩევნების ჩატარება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საარჩევნო ელექტრონული საშუალებების საერთაშორისო აუდიტის შედეგებს აცნობს.

შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს. დღევანდელ შეხვედრაზე ასევე განიხილება მიმდინარე საარჩევნო საკითხები, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმირების კამპანია და სამომავლო გეგმები.

როგორც ცესკო-ს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს მორიგი სამუშაო შეხვედრა იმართება არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სადაც განიხილება აუდიტის შედეგების სიღრმისეული განხილვა.

გიორგი კალანდარიშვილის თქმით, მათ ასევე გაუზიარებენ ინფორმაციას საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიების შესახებ.

„ასევე მიმოვიხილავთ დღეს არსებულ საკანონმდებლო სივრცეს იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ 26 ოქტომბერს გასამართი არჩევნების სამართლებრივ ჭრილში მაღალპროფესიულად და საერთაშორისო სტანდარტების დონეზე ჩატარება. ასევე მოვისმენთ მათ მოსაზრებებს, გავცვლით აზრებს. ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა იმისთვის, რომ დარჩენილ რამდენიმეთვიან პერიოდში, თუ არსებობს რაიმე საკითხი, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან ჩართული მხარეების მონაწილეობით შეიძლება გაუმჯობესდეს და განვითარდეს, ამის შესაძლებლობა გვქონდეს. ამით ვადასტურებთ ჩვენს ღიაობას და ინკლუზიური პროცესის ხელშეწყობას იმისთვის, რომ ჩართულ მხარეებთან ინტენსიური კომუნიკაციის ფარგლებში, ერთობლივი ძალებით უზრუნველვყოთ საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი არჩევნების ჩატარება", - განაცხადა კალანდარიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს