სემეკმა საირიგაციო სისტემაზე ხელშეკრულების სტანდარტული ფორმები და შპს „საქართველოს მელიორაციის“ მომსახურების ქვითრის ფორმა დაამტკიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საირიგაციო სისტემაზე ხელშეკრულების სტანდარტული ფორმები და შპს „საქართველოს მელიორაციის“ მომსახურების ქვითრის ფორმა დაამტკიცა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სემეკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სტანდარტული ფორმებთან მიმართებით მოიცავს პროფილური და არაპროფილური მომხმარებლის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ფორმებს, წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმების ფორმას, მიწოდების წერტილზე წყლით სარგებლობისა და მიწოდების განრიგზე წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ შეთანხმების ფორმასა და არაპროფილური მომხმარებლის საწარმოო დანიშნულებით წყლით მომარაგებასთან დაკავშირებით მომსახურების სტანდარტულ ხელშეკრულებას. ასევე, ცალკე გადაწყვეტილებით დამტკიცდა შპს „საქართველოს მელიორაციის“ მომსახურების ქვითრის ფორმა.

„სემეკმა ირიგაციის სექტორის რეგულირება 2023 წლიდან დაიწყო. კომისიამ დაამტკიცა „საირიგაციო წყლის მიწოდების წესები“, რომელიც სრულად ამოქმედდა 2024 წლის 1-ლი იანვრიდან. წესები არეგულირებს საირიგაციო წყლის პირველად წყალმოსარგებლესა და მომხმარებლებს შორის ურთიერთობებს, განსაზღვრავს მათ უფლება-მოვალეობებს, სხვადასხვა ტექნიკურ და სამართლებრივ საკითხს. წესების მიზანია საირიგაციო სისტემის განვითარება და წყალმომხმარებელთა ხარისხიანი მომსახურებით უზრუნველყოფა. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე წესების გარდა სემეკი ამტკიცებს საირიგაციო მომსახურების ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს, ხოლო რაც შეეხება ქვითარს, ახალი რეგულაციიდან გამომდინარე მიმწოდებელმა საირიგაციო მომსახურების საფასურის გადახდა შეიძლება მოსთხოვოს მომხმარებელს, ანგარიშსწორების ქვითარში გადასახდელი თანხის სრულად ასახვისა და გადახდის ვადის განსაზღვრის შემდეგ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს