ნიკოლოზ კახეთელიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების კვალიფიკაციაზე ისიც მეტყველებს, რომ განკარგულების დროებით შეჩერებასა და სასამართლო დავის წაგებას შორის სხვაობას ვერ ხედავენ

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის განჩინება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის №334 განკარგულების მოქმედების საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერებასთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის დროებით ღონისძიებას და არ გულისხმობს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებას - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების კვალიფიკაციაზე ისიც მეტყველებს, რომ განკარგულების დროებით შეჩერებასა და სასამართლო დავის წაგებას შორის სხვაობას ვერ ხედავენ,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძემ განაცხადა, რითაც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელის საფუძველზე, გლდანში კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული 116 ოჯახისთვის მშენებლობა დროებით შეჩერებულია“.

კახეთელიძის განცხადებით, თბილისის საკრებულოს მიაჩნდა და მიაჩნია, რომ დაცულია კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურა და ნორმა, შესაბამისად დღეს დავა არსებითად კვლავ გრძელდება.

„ვიდრე დეტალურ და შინაარსობრივ საკითხებზე ვისაუბრებ, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის განჩინება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის №334 განკარგულების მოქმედების საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერებასთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის დროებით ღონისძიებას და არ გულისხმობს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებას. აქედან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობის“ კვალიფიკაციაზე ისიც მეტყველებს, რომ განკარგულების დროებით შეჩერებასა და სასამართლო დავის წაგებას შორის სხვაობას ვერ ხედავენ.

თბილისის საკრებულოს მიაჩნდა და მიაჩნია, რომ დაცულია კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურა და ნორმა, შესაბამისად დღეს დავა არსებითად კვლავ გრძელდება“, - განაცხადა ნიკოლოზ კახეთელიძემ.

საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთა საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ არსებული ხელისუფლების პირობებში დაიწყო.

„როგორც წესი ოპოზიციის კვალიფიკაცია ამ და სხვა საკითხებთან მიმართებით ნულის ტოლია. ისინი ცდილობენ, შექმნან ილუზია იმის, რომ რაღაცას მიაღწიეს და რეალობაში ცდილობენ, რომ თავიანთი პარტიის ლიდერებთან გამოჩნდნენ უფრო მყარ პოზიციაში. დაზარალებული ოჯახები რამდენიმე ათეული წელია ელოდებიან ბინით უზრუნველყოფას და მათი საკითხის მოგვარება მხოლოდ არსებული ხელისუფლების პირობებში დაიწყო. პირადად დედაქალაქის მერი უშუალოდ არის ჩართული პროცესში.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ სასამართლოში შეტანილი საჩივრით მხოლოდ ის მოახერხა, რომ საკითხი შეაჩერეს არსებით განხილვამდე. ეს საჩივარი მხოლოდ ზიანის მომტანია პირველ რიგში იმ ხალხისთვის, ვინც წლებია ბინებს ელოდება. ამ ადამიანების საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი კიდევ უფრო დაგვიანდება“, - აღნიშნა ნიკოლოზ კახეთელიძემ, რომლის განცხადებასაც საკრებულო ავრცელებს.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის