პაველ ჰერჩინსკი - ხელისუფლების პასუხისმგებლობაა გამონახოს გზა იმისთვის, რომ სამოქალაქო საზოგადოების ყველა ორგანიზაცია ჩართული იყოს საკანონმდებლო და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში

სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა საკანონმდებლო და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში უმნიშვნელოვანესია ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში, მათ შორის საქართველოში. სწორედ ამიტომ, 9 ნაბიჯიდან ერთ-ერთში დაზუსტებითაა საუბარი სამოქალაქო საზოგადოების მაქსიმალურად სრულად ჩართულობაზე საკანონმდებლო პროცესებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა გამონახოს გზა იმისთვის, რომ სამოქალაქო საზოგადოების ყველა ორგანიზაცია ჩართული იყოს საკანონმდებლო და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში.

„მოხარული ვართ, რომ ვხედავთ, რომ საქართველოს ჰყავს ძალიან ენერგიული სამოქალაქო საზოგადოება, არსებობს სამოქალაქო საზოგადოების უზარმაზარი მრავალფეროვნება, რომლებიც განსხვავებულ საკითხებზე არიან ორიენტირებული. ჩვენი აზრით, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები რაც შეიძლება ჩართულები იყვნენ საკანონმდებლო და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, გამონახოს გზები, რომ სამოქალაქო საზოგადოება რაც შეიძლება ჩართული იყოს. გასულ წელს დაიწყო ძალიან პოზიტიური პროცესი - განხილვები მთავრობას, ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას შორის. გვქონდა რამდენიმე შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის მონაწილეობით, რომელიც დაკავშირებული იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმასთან. სამწუხაროდ, პლატფორმაში განვითარებული გარკვეული მოვლენების გამო, ზოგიერთმა დიდმა სამოქალაქო ორგანიზაციამ პლატფორმის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ახლა, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ გამოძებნოს გზა, რომლითაც ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას, როგორც პლატფორმაში შემავალს, ასევე მათ, ვინც პლატფორმა დატოვა, საშუალება ექნება მონაწილეობა მიიღოს საკანონმდებლო და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. ეს არის მე-9 ნაბიჯი და იმედი გვაქვს, რომ ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას ექნება საშუალება მონაწილეობა მიიღოს როგორც საკანონმდებლო, ასევე გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, - აღნიშნა ელჩმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი