ტრანსპორტის მოძრაობის განტვირთვის მიზნით, გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, გვერდწითელის ქუჩის გაგრძელებაზე ახალი ქუჩა გაკეთდება

ტრანსპორტის მოძრაობის განტვირთვის მიზნით, გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, გვერდწითელის ქუჩის გაგრძელებაზე ახალი ქუჩა გაკეთდება.

სამუშაოები უკვე დაიწყო და ამ ეტაპზე, გზის საფუძველი ეწყობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, 204 მეტრი გზის მშენებლობაზე 803 057 ლარი დაიხარჯება. პროექტის მიხედვით, მოეწყობა გზის სავალი ნაწილი, ტროტუარებითა და საგზაო მოძრაობის ნიშნებით.

„წმინდაწყლის დასახლება ბოლო პერიოდში დაიტვირთა, აშენდა და გაიხსნა ახალი ობიექტები და შესაბამისად, გადაიტვირთა ტრანსპორტის მოძრაობა. საჭირო გახდა ახალი ქუჩების ჩამოყალიბება. მოსახლეობასთან კომუნიკაციის შედეგად, გადავწყვიტეთ ამ დასახლებაში ორი ახალი ქუჩის მოწყობა. გვერდწითელის ქუჩის გაგრძელებაზე სამუშაოები უკვე დაწყებულია და ვფიქრობ, რომ ახალი გზების ჩამოყალიბება მნიშვნელოვნად განტვირთავს მთავარ ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობას“, - აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება