პაველ ჰერჩინსკი - ვიმედოვნებთ, რომ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება მოხდება

ჩვენთვის ვენეციის კომისია არის უმაღლესი სტანდარტების დამდგენი, როდესაც საქმე ეხება იურიდიულ გადაწყვეტილებებს. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები მაქსიმალურად სრულყოფილად განხორციელდება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხს მომავალ კვირაში ბრიუსელში განიხილავენ.

„ამ საკითხს მომავალ კვირაში ბრიუსელში აუცილებლად განვიხილავთ ასოცირების საბჭოზე, რომელზედაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს, ევროპული მხარე კი უმაღლესი წარმომადგენლის, ვიცე-პრეზიდენტისა და ევროკომისარ ვარჰეის მიერ იქნება წარმოდგენილი. ასე რომ, დიალოგი გრძელდება და გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებული იქნება, რადგან ვენეციის კომისია არის უმაღლესი სტანდარტების დამდგენი, როდესაც საქმე ეხება ასეთ საარჩევნო პროცესს“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება