„საქართველოს განვითარების ფონდის“ დელეგაციამ  ბრიუსელსა და ლუქსემბურგში  „ევროპის გრძელვადიან ინვესტორთა ასოციაციის“ (ELTI )  და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB)  მიერ გამართულ ფორუმებში  მიიღო მონაწილეობა

„საქართველოს განვითარების ფონდის“ დელეგაცია საქმიანი ვიზიტით ბრიუსელსა და ლუქსემბურგში იმყოფებოდა, სადაც „ევროპის გრძელვადიან ინვესტორთა ასოციაციის“ (ELTI ) და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ ორგანიზებულ მაშტაბურ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები, საინვესტიციო და განვითარებს ბანკების ხელმძღვანელები და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„საქართველოს განვითარების ფონდის“ ცნობით, ფონდის დელეგაციის შემადგელობაში იყვნენ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დავით საგანელიძე, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ვაზილ ჰუდაკი, ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბესიკ ბუგიანიშვილი და ფონდის ფინანსური დეპარტამენტის დირექტორი იოსებ მამუკელაშვილი.

„ლუქსემბურგში გამართული EIB-ის ფორუმის ფარგლებში, დელეგაციამ საქმიანი შეხვედრები გამართა ევროკავშირის ქვეყნების საინვესტიციო და განვითარების ბანკების და ფონდების ხელმძღვანელებთან, რომლის დროსაც განხილულ იქნა „საქართველოს განვითარების ფონდსა“ და ევროპის საფინანსო ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის სამომავლო პერპსექტივები.

ბრიუსელში შეხვედრა გაიმართა ევროპის გრძელვადიან ინვესტორთა ასოციაციის (ELTI) პრეზიდენტ დარიო სკანაპიეკოსთან, სადაც მხარეებმა, საქართველოს ევროკავშირის კანდიტატი ქვეყნის სტატუსის გათვალისწინებით, განიხილეს „საქართველოს განვითარების ფონდის“ ELTI-ში გაწევრიანების საკითხი, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირთან პარტნიორული ურთიერთობების უფრო გაღრმავებასა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება