გიორგი ვაშაძე - ნომერ პირველი, რასაც ყველა პენსიონერს ვპირდებით, 26 ოქტომბერს, გამარჯვებისთანავე, როგორც კი ამის უფლებამოსილება გვექნება, ყველა საპენსიო სესხი განულდება

„გამარჯვების კოალიცია“, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ერთიანდება, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, პენსიონერებს საპენსიო სესხების განულებას ჰპირდება. ამასთან დაკავშირებით „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„ნომერ პირველი, რასაც ყველა პენსიონერს ვპირდებით, 26 ოქტომბერს, გამარჯვებისთანავე, როგორც კი ამის უფლებამოსილება გვექნება, პირველი რაც მოხდება, ყველა საპენსიო სესხი განულდება. ამას ჩვენ უზრუნველყოფთ. პირველი დიდი ნაბიჯი, რის პირობასაც ყველა პენსიონერს ვაძლევთ. რაც შეეხება პენსიის ზრდას - აუცილებლად ეს მოხდება და უფრო მეტს ვიტყვი, რომ ის ეკონომიკური მოდელი, რომელსაც ჩვენ საზოგადოებას შევთავაზებთ იმდენად გაზრდის შემოსავლებს ბიუჯეტში, რომ შეგვიძლია ღირსეული პენსია მივცეთ ყველას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს