ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 20 წლის გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 20 წლის გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა. სასამართლომ სამი პირი დამნაშავედ ცნო.

ბრალდებულ ალექსანდრე ახვლედიანს 4 წლითა და 6 თვით, დავით მენაბდეს და ლუკა ჯიბლაძეს 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მკვლელობის საქმეზე დაკავებულ დავით მენაბდესა და ლუკა ჯიბლაძეს გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება, ხოლო ალექსანდრე ახვლედიანს მკვლელობის დაფარვას.

სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება, ბრალდებულთა ოჯახის წევრებმა გააპროტესტეს. სიტყვიერად დაუპირისპირდნენ მოკლულის დედასაც.

სასამართლოს სიტყვით მიმართა მოკლული 20 წლის ბიჭის დედამაც, რომელმაც დაკავებულების უმკაცრესად დასჯა მოითხოვა.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ 20 წლის გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინაც გამოაცხადა.

კერძოდ, საქალაქო სასამართლომ ალიხანაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის მამა და ერთ-ერთი ბიძა პატიმრობაში დატოვა. ხოლო მეორე ბიძა უდანაშაულოდ ცნო, იგი სასულიერო პირია.

თავად, მკვლელობაში ბრალდებული ალექსანდრე ბაჟუნაიშვილი ლონდონში საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება.

ცნობისთვის, გასულ წელს ქობულეთში, სოფელ ლეღვაში ტყეში 20 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. როგორც ცნობილი გახდა, რამდენიმე დღიანი ძებნის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი დამარხული ნახეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ამავე სოფელში მეგობართან ერთად სტუმრად იმყოფებოდა, სადაც ინციდენტი მოხდა. მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 პირი დააკავა. ერთს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს