გაერთიანებულ სხდომაზე ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ გაერო-ს უშიშროების საბჭოს  რეზოლუციაზე იმსჯელეს

პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაზე „ახალგაზრდები, მშვიდობა და უსაფრთხოება" და ეროვნულ დონეზე მისი იმპლემენტაციის თაობაზე იმსჯელეს.

საქართველოს პარლამენტის ცნობით, კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ „კავკასიური სახლის" მშვიდობისა და ინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელმა ივანე აბრამაშვილმა სხდომაზე წარადგინა ანგარიში „ახალგაზრდები, მშვიდობა და უსაფრთხოება": სიტუაციის ანალიზი საქართველოში და წინადადებები გამოწვევების დასაძლევად".

ამასთან, აღნიშნავენ, რომ მისი შეფასებით, 2015 წელს აღნიშნული რეზოლუციის მიღებით, გაერო-ს უშიშროების საბჭომ ისტორიული ნაბიჯი გადადგა, ვინაიდან ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით მოხდა ახალგაზრდების როლის აღიარება მდგრადი მშვიდობის დამყარების პროცესში როგორც ადგილობრივ, ისე ეროვნულ თუ გლობალურ დონეზე.

მომხსენებელმა სხდომაზე შეკრებილ საზოგადოებას ახალგაზრდების გაძლიერების, პოლიტიკასა და სამშვიდობო ინიციატივებში ჩართულობასთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია გააცნო და კონკრეტული რეკომენდაციები შესთავაზა.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.

„ერთობლივ სხდომაზე განვიხილეთ გაეროს რეზოლუციის შინაარსი, რომელიც გულისხმობს ახალგაზრდების მეტ ჩართულობას პოლიტიკურ პროცესებში და ყურადღება მივაქციეთ ახალგაზრდების როგორც ზოგად, ასევე სამშვიდობო განათლებას. ვიმსჯელეთ იმაზე, თუ რამდენად სიღრმისეულია მათი ცოდნა სამშვიდობო პროცესებზე, საერთოდ კონფლიქტების თემასთან დაკავშირებით. უნდა ითქვას, რომ „კავკასიურმა სახლმა" საკმაოდ სერიოზული კვლევა წარმოადგინა. მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ შემთხვევაში საკითხებზე ოპოზიციისა და უმრავლესობას ერთიანი პლატფორმა ჰქონდა. ორივე მხრიდან საინტერესო წინადადებები მოვისმინეთ, რომლებიც ერთობლივ რეზოლუციაში აისახება და საბოლოოდ სახელისუფლებო სტრუქტურებისათვის სამოქმედო გეგმის სახეს შეიძენს", - განაცხადა სხდომის შემდეგ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.

მათივე ცნობით, გაერთიანებული სხდომის მუშაობაში პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს სამთავრობო სტრუქტურების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის