ანონსი  16 თებერვალი

16 თებერვალს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტის, ფონდ "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დირექტორის, ირაკლი იზორიას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: "ავტოსაგზაო შემთხვევების 1 წლის სტატისტიკა. საგზაო უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება, ავტოკატასტროფის შემთხვევების გამომწვევი ძირითადი მიზეზები."

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

16 თებერვალს, 11:00 საათზე, პარლამენტში, ევროკავშირის 9 ნაბიჯთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

16 თებერვალს, 11:00 საათზე, მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივ მისაღებში, მესამე პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე განცხადებას გააკეთებს.

მის: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08

16 თებერვალს, 11:30 საათზე, პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის" ლიდერები საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

შეხვედრის მიზანია, „ლელოს“ გეგმის - ,,9 ნაბიჯი ევროპისკენ" ექსპერტებისთვის გაცნობა და მსჯელობა ევროკომისიის რეკომენდაციების მაქსიმალურად მოკლე ვადაში შესრულების უზრუნველსაყოფად.

მის: სასტუმრო „თბილისი მარიოტი" მირიან მეფის დარბაზი (რუსთაველის გამზირი 13)

16 თებერვალს, 11:30 საათზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, 3 აგვისტოს რაჭაში განვითარებული სტიქიური მოვლენებისა და 6-7 თებერვალს სოფელ ნერგეეთში მეწყრული პროცესების შესახებ, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების საბოლოო დასკვნას გარემოსდამცველებსა და ჟურნალისტებს გააცნობს.

შეხვედრის ფარგლებში, მინისტრი, გარემოსდამცველებთან და გეოლოგებთან ერთად, სამომავლო პრევენციულ ღონისძიებებს განიხილავს.

მის: მარშალ გელოვანის 34;

16 თებერვალს, 14:00 საათზე, პარტიების "გირჩი-მეტი თავისუფლება" და "დროა" ლიდერები, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიგა ლემონჯავა შეხვდებიან ჩეხეთის ელჩს საქართველოში.

თემა - „ემიგრანტების მონაწილეობა 2024 წლის არჩევნებში".

მის: ჭავჭავაძის 37, ჩეხეთის საელჩო

16 თებერვალს, 14:00 საათზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221

(C კორპუსი, II სართული)

16 თებერვალს, 15:00 საათზე, კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მარო მაყაშვილი სახელობის დარბაზი

(B კორპუსი, IV სართული)

16 თებერვალს, 16:00 საათზე, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის შეხვედრა გაიმართება ლატვიის რესპუბლიკის საეიმას (პარლამენტის) განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებთან.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი

(A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

16 თებერვალს, 20:00 საათზე, მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივ მისაღებში, მესამე პრეზიდენტის მიხელ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე განცხადებას გააკეთებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

მის: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4

საკონტაქტო: სოფო ჯაფარიძე 577 320 303

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო