რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე - ამერიკელებს პრეზიდენტად პუტინი სურთ, მაგრამ არ ჰყავთ! ის ჩვენ გვყავს!

ამერიკელებს პრეზიდენტად პუტინი სურთ, მაგრამ ის ჩვენ გვყავს! - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდინმა სახელმწიფო დუმის სხდომაზე განაცხადა.

„ამერიკაში სურთ, რომ პრეზიდენტად პუტინი ჰყავდეთ. მაგრამ არ ჰყავთ! ის ჩვენ გვყავს! მათ კი ბაიდენი ჰყავთ. ხედავთ, სასჯელი მათთვის”, - განაცხადა ვოლოდინმა.

სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ ასევე შეკრებილებს მიმართა და განაცხადა, რომ რუსეთის მომავალი მხოლოდ პუტინთან ერთად არის, ვინაიდან რუსეთი მასთან ერთად „განვითარდება“ და „ძლიერი იქნება“.

ვოლოდინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსებმა უნდა დააფასონ, რომ „პუტინმა საჯაროობის, შეჯიბრის, კონკურენციის გარემო შექმნა“, მაგრამ ამავდროულად საპრეზიდენტო არჩევნებში სხვა კანდიდატებს ყურადღება არ უნდა მიაქციონ და მხოლოდ პუტინს მისცენ ხმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს