ნატო უკრაინისთვის მილიონი დრონის გადაცემაზე შეთანხმდა

ნატო უკრაინისთვის მილიონი დრონის გადაცემაზე შეთანხმდა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ორდღიანი მოლაპარაკებების შედეგად იქნა მიღებული - ჯერ “რამშტაინის” ფორმატში, შემდეგ კი უკრაინა-ნატოს საბჭოს ფორმატში.

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინის დახმარების მხრივ მოკავშირეების ახალი ვალდებულებები დავინახეთ.

ნატო-ს წევრთა ჯგუფი უკრაინისთვის ერთი მილიონი დრონის გადაცემის მიზნით გამოვიდა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

კერძოდ, მან „დრონების კოალიციის“ პირველი შეთანხმება აღნიშნა, რომელსაც დიდი ბრიტანეთი და ლატვია ჩაუდგებიან სათავეში. სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების თითქმის ექსკლუზიური მიმწოდებელია და კიევის სამხედრო დახმარების 99%-ზე მეტს უზრუნველყოფს.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ცალკე აღნიშნა, რომ ხშირად - როგორც დრონების შემთხვევაში - სამხედრო დახმარების მიწოდების მხრივ ლიდერობას არა აშშ, არამედ ევროპული წევრები იღებენ, რაც ასევე პასუხია ტრამპის მიერ გამოთქმულ წუხილზე, რომ ალიანსის ევროპული წევრები არასაკმარის დაფინანსებას გამოყოფენ თავდაცვის ხარჯებზე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს