ანა ნაცვლიშვილი - „ქართული ოცნება“ აშკარად პანიკაშია - ძალიან აშინებთ „ლელოს“ გაძლიერება და ის დამოუკიდებელი გზა, რომელიც ჩვენ პარტიას აქვს არჩეული

„ქართული ოცნება“ აშკარად პანიკაშია. მესმის, რომ ძალიან აშინებთ „ლელოს“ გაძლიერება და ის დამოუკიდებელი გზა, რომელიც ჩვენ პარტიას აქვს არჩეული, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ პარტია „ლელოს“ შესახებ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს ეხმაურება.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ საქმის კეთება არ შეუძლია და მხოლოდ ილანძღება.

„რამდენი თავდასხმაც არ უნდა განახორციელონ და რა ბინძური კამპანიაც არ უნდა აწარმოონ „ლელოს“ წინააღმდეგ, ვერ აგვაღებინებენ ხელს ჩვენს გეგმებზე: გავუშვათ რუსული ხელისუფლება, პენსია ქვეყანაში გახდეს 1000 ლარი, თითოეულ სტუდენტს, კურსდამთავრებულს ჰქონდეს გარანტია, რომ სახელმწიფო მას უზრუნველყოფს ანაზღაურებადი სტაჟირებით, რაც გახდება მისი ღირსეული დასაქმების გარანტი. ვერ აგვაღებინებენ ხელს საქართველოს დაცვის აქტის მიღებაზე, რომ შეიზღუდოს საქართველოში მზარდი რუსული ექსპანსია, რუსული მავნე გავლენები და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის და პოლიტიკის ოკუპანტის ინტერესებზე ჩამოკიდება და დამოკიდებულება. ვერ აგვაღებინებენ ხელს იმაზე, რომ ავაშენოთ ანაკლია და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. იდგნენ და ილანძღონ, მეტი მათ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. საქმის კეთება მათ არ შეუძლიათ. ეს ძალიან მძიმეა ამ ქვეყნისთვის იმიტომ, რომ 12 წელი ჰქონდა ამ ძალას იმისთვის, რომ ეს ქვეყანა გაეყვანა განვითარების სულ სხვა ეტაპზე“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის ერთადერთი მიღწევა პრემიერობის დროს რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაა.

„რით იწონებს თავს ღარიბაშვილი? მისი ერთადერთი მიღწევა პრემიერობის დროს არის ის, რომ ოკუპანტ სახელმწიფოსთან დაიწყო პირდაპირი ფრენები. რამე დიდი ეკონომიკური რეფორმა განახორციელა, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა, მნიშვნელოვანი ინვესტორი შემოიყვანა ამ ქვეყანაში, სამუშაო ადგილები შექმნა თუ რა მიღწევა აქვს? რუსული კანონი დააინიცირეს პარლამენტში და მოუწიათ უკან წაღება. ჩავარდნილი და წაგებული იმპიჩმენტი დაიწყეს, ეს არის მათი მიღწევები“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის