მედია - უზბეკეთი რუსეთის წინააღმდეგ ფინანსურ სანქციებს უერთდება

უზბეკეთი რუსეთის წინააღმდეგ ფინანსურ სანქციებს უერთდება, - ამის შესახებ ინფორმაციას უზბეკეთის მეჯლისის (პარლამენტის) პრესსამსახური და გამოცემა The Moscow Times ავრცელებენ.

კერძოდ, უზბეკეთის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც დასანქცირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ქვეყანაში საბანკო ოპერაციების განხორციელებას აუკრძალავს.

პარლამენტის პრესსამსახურის თანახმად, აღნიშნული კანონპროექტი წარდგენილ იქნა უზბეკეთის მიმართ მეორადი სანქციების რისკის გამო - ზომებისთვის სასანქციო რეჟიმის დარღვევისთვის. კანონპროექტი დამატებით უფლებამოსილებებს ანიჭებს ქვეყნის ცენტრალურ ბანკს, და მომზადებულ იქნა ჩეხეთის, ლატვიისა და ესტონეთის გამოცდილების გათვალისწინებით, რომლებიც სანქციებს შეუერთდნენ.

უზბეკეთის პარლამენტში აღნიშნავენ, რომ კანონპროექტი საჭიროა “საბანკო სექტორში სასანქციო შესაბამისობის სისტემის ეფექტიანობის გასაზრდელად”.

გამოცემა The Moscow Times აღნიშნავს, რომ უზბეკეთი რუსეთში ე.წ. “პარალელური იმპორტის” ერთ-ერთი ჰაბი და რუსეთის მოქალაქეებისთვის „საბარათე ტურიზმის” ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო. კერძოდ, უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის პირველ წელს უზბეკეთმა 300 ათასი რუსი მიიღო, რომელთაგან 60-მა ათასმა საბანკო ანგარიშები გახსნა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება