ვოლოდიმირ ზელენსკი - პოლონეთთან საზღვარზე შექმნილი ვითარება სოლიდარობის პრინციპების დარღვევაა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს დაავალა, სასწრაფოდ ესაუბროს თავის პოლონელ კოლეგას პოლონეთთან სასაზღვრო ვითარების შესახებ.

„უკრაინის პრემიერ-მინისტრს დავავალე, სასწრაფოდ ესაუბროს თავის პოლონელ კოლეგას. იმას, რაც ხდება და გრძელდება ჩვენს მოქალაქეებთან და უკრაინულ ტვირთებთან დაკავშირებით, აღვიქვამთ როგორც სოლიდარობის პრინციპების აშკარა დარღვევას. უკრაინული მარცვალი ასფალტზე - ეს არ არის მხოლოდ რამდენიმე დრამატული კადრი. ეს იმის დასტურია, თუ როგორ შეიძლება ემოციები საშიში გახდეს. ჩვენ, რაც არ უნდა მოხდეს, ვიცავთ კეთილმეზობლობას და სოლიდარობას, რომელიც ცვლის მთელი ევროპის ისტორიას უკეთესობისკენ“, -აღნიშნა ზელენსკიმ.

პოლონელი ფერმერების საპროტესტო აქციები გრძელდება. ისინი გეგმავენ, 20 თებერვალს დაბლოკონ ყველა სასაზღვრო პუნქტი პოლონეთსა და უკრაინას შორის, ასევე სარკინიგზო გადაზიდვის სადგურებთან და საზღვაო პორტებთან მისასვლელი გზები. საპროტესტო აქციის ყველაზე დრამატული მომენტი იყო ინციდენტი პოლონეთ-უკრაინის "იაგოდინ-დოროგუსკის" სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან, სადაც პოლონელმა ფერმერებმა სამი უკრაინული სატვირთოდან მარცვლეულის ნაწილი გზაზე დაყარეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება