ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.

ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სოფელ სადმელის ახალი საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი.

„სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 1 278 333 ლარს შეადგენს. სამუშაოები 2023 წლის ივლისის თვეში დაიწყო და პროექტის სრული სახით დასრულება, მიმდინარე წლის, ივნისის ბოლოს იგეგმება.

პროექტის ფარგლებში, საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება, ეწყობა ბაღის შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები. იგი სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„სოფელ სადმელში საბავშვო ბაღის მშენებლობა შეუფერხებლად მიმდინარეობს, სულ მალე ჩვენს პატარებს თანამედროვე სტანდარტების, ახალი საბავშვო, ბაღი მოემსახურება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებს და აღმზრდელებს ჰქონდეთ ჯანსაღი გარემო იმისათვის, რომ წარმართონ სასწავლო პროცესი კომფორტულ და კეთილმოწყობილ შენობაში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის დახმარებით მიმდინარე წელს რეგიონის მასშტაბით 4 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება, ასევე ოთხ საბავშვო ბაღს ჩაუტარდება რეაბილიტაცია. აღნიშნული პროცესი კი სამომავლოდ, კვლავ, გაგრძელდება“, - აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ.

ამბროლაურის მერიის ცნობით, სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული - პაპუნა მარგველიძე, მუნიციპალიტეტის მერთან - ზვიად მხეიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან - ასლან საგანელიძესთან ერთად გაეცნო, პროცესის დათვალიერების შემდგომ, კი ხელისუფლების წარმომადგენლები საბავშვო ბაღში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს გაეცნენ და ბავშვებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის