უნგრეთი ნატო-ს უკრაინის განაღმვის კოალიციას შეუერთდა

უნგრეთი შეუერთდა ნატო-ს წევრი ქვეყნების კოალიციას, რომელიც უკრაინის ტერიტორიის ნაღმებისგან გაწმენდის საკითხებზე იმუშავებს, - ამის შესახებ უნგრეთის თავდაცვის მინისტრმა კრისტოფ სალაი-ბობროვნიცკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ბრიუსელში მინისტერიალზე გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი ნატო-ს 20 წევრ ქვეყანასთან განაღმვის კოალიციის ჩამოყალიბების შესახებ.

„ომით განადგურებულ უკრაინაში ტერიტორიების ნაღმებისგან გაწმენდა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ამოცანაა, რომელიც გავლენას ახდენს მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. უნგრეთის თავდაცვის ძალები ხელს შეუწყობენ ლიეტუვის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებული კოალიციის საქმიანობას განაღმვით სამუშაოებზე სწავლების ჩატარებით“, - აღნიშნა უნგრეთის თავდაცვის მინისტრმა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში ტერიტორიის ნაღმებისგან გაწმენდის კოალიციას ჩეხეთი შეუერთდება.

იანვარში, ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროში გაიმართა განაღმვის კოალიციის პარტნიორების პირველი შეხვედრა, სადაც კოალიციაში გასაწევრიანებლად მზად ქვეყნების წარმომადგენლებმა გეგმები და მომავალი სამუშაოები განიხილეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება