თბილისში, 2023 წლის განმავლობაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, უცხო ქვეყნის სახელმწიფო სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილებზე 1684 საჯარიმო ქვითარი გამოწერეს

დედაქალაქის მასშტაბით უცხო ქვეყნის სახელმწიფო სანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებებით ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს თანამშრომლებმა 2023 წელს ჯამში 1684 საჯარიმო ქვითარი გამოწერეს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან საჯარო ინფორმაციის საფუძველზე აცნობეს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი - 300 ჯარიმა დედაქალაქში აგვისტოში, ყველაზე ცოტა - 55 კი, აპრილში გამოიწერა.

დედაქალაქის მასშტაბით, უცხო ქვეყნის სახელმწიფო სანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებების დაჯარიმების სტატისტიკა 2023 წლის თვეების მიხედვით შემდეგნაირია:

იანვარი - 101 ჯარიმა, თებერვალი - 69 ჯარიმა, მარტი- 77 ჯარიმა,- აპრილი 55 ჯარიმა, მაისი - 78 ჯარიმა, ივნისი 129 ჯარიმა, ივლისი -252 ჯარიმა, აგვისტო -300 ჯარიმა, სექტემბერი 171 ჯარიმა, ოქტომბერი - 184, ნოემბერი -162, დეკემბერი 106 ჯარიმა.

აღსანიშნავია, რომ „ინტერპრესნიუსმა“ კითხვით, რამდენ შემთხვევაში დაჯარიმდა უცხო ქვეყნის სახელმწიფო სანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებების მეპატრონე ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართა, რაზეც პასუხად მიიღო: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო გამოვლენილი სამართალდარღვევები აისახება ერთიან ელექტრონულ ბაზაში და მათი დიფერენცირება სატრანსპორტო საშუალების მფლობელობის/კუთვნილების მიხედვით, საჭიროებს არაგონივრულ/არაპროპორციულ ძალისხმევას, ამგვარი ხასიათის ღონისძიება კი შეუსაბამოა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებულ ადამიანურ და მატერიალურ რესურსთან“.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო