ბადრი ჯაფარიძე - „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან წასვლის შემდგომ ეკონომიკა ორნიშნა მაჩვენებლით გაიზრდება და აუცილებლად მივაღწევთ 1000-ლარიან პენსიას

„ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან წასვლის შემდგომ ეკონომიკა გაიზრდება ორნიშნა ციფრით და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ 1000 ლარიან პენსიას, ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და პენსიონერებისთვის, - ამის შესახებ პარტია “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჯაფარიძის თქმით, მათი მიზანია, რომ საქართველომ ევროკავშირთან არსებული შეთანხმებები სრულყოფილად გამოიყენოს.

„ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ ევროკავშირთან არსებული შეთანხმებები სრულყოფილად გამოიყენოს და საქართველო ევროკავშირის ბაზარზე უფრო მეტად აქტიურად მუშაობდეს და დამოკიდებული რუსეთის ფედერაციის ბაზარზე არ იყოს, რაც ჩვენ ვნახეთ, რომ ეს არის ძალიან საშიში ჩვენი ეკონომიკისთვის. ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ. „ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან წასვლის შემდგომ ეკონომიკა გაიზრდება ორნიშნა ციფრით და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ 1000 ლარიან პენსიას, ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და პენსიონერებისთვის”, - განაცხადა ჯაფარიძემ.

გარდა ამისა, ჯაფარიძის განმარტებით, როგორც კი “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში აღარ იქნება, საქართველოს დამოუკიდებელი პროკურატურა ეყოლება, ასევე დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა ექნება.

„ეს არის პოლიტიკური გზავნილი, რომ ივანიშვილის და მისი პარტიის სტილი არის რუსული მმართველობის სტილი, რომელიც ძალიან კომფორტულად იგრძნობს თავს რუსეთის ფედერაციაში იმიტომ, რომ იქ სწორედ ასეთი ტიპის მმართველობაა. როგორც კი „ქართული ოცნება” ხელისუფლებაში აღარ იქნება, საქართველოს დამოუკიდებელი პროკურატურა ეყოლება, ასევე დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა და ის იმოქმედებს არა პოლიტიკური ნიშნით, რასაც დღეს ვხედავთ, როდესაც ადამიანების დევნა პოლიტიკური ნიშნით არის, იმოქმედოს მხოლოდ კანონის საფუძველზე. ამ ქვეყანაში რეპრესიები უნდა დავასრულოთ”, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს