უკრაინის მესამე თავდასხმის ბრიგადა - რუსეთი ავდიიკვას კოქსის ქარხანას ფოსფორის საბრძოლო მასალით ბომბავს

რუსი ოკუპანტები ავდიივკას კოქსის ქარხნის ფოსფორის ჭურვებით დაბომბვას განაგრძობენ, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია მე-3 ცალკეული თავდასხმის ბრიგადაზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც ქალაქს იცავს.

მათივე ინფორმაციით, რუსები ყოველდღიურად ათობით საავიაციო ბომბს ესვრიან საწარმოს. გარდა ამისა, საარტილერიო დაბომბვა არ წყდება.

„60 საავიაციო ბომბი - დღე და ღამ, მტრის დაბომბვა არტილერიიდან და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. უწყვეტი თავდასხმები ჯავშანმანქანებზე და მტრის ქვეითი ჯარის შეჭრა. ოკუპანტები იყენებენ ფოსფორის ჭურვებს, რაც იწვევს საწვავის ავზების აალებას. ტოქსიკური სმოგი ქარხნის მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება“, - აცხადებენ მე-3 ცალკეული თავდასხმის ბრიგადაში.

მათივე ინფორმაციით, ქვედანაყოფები აგრძელებენ მტრისთვის ადეკვატური წინააღმდეგობის გაწევას, თავდაცვის ოპერაციას და მტერს რეკორდულ დანაკარგებს აყენებენ. მანამდე, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ავდიივკას მიმართულებით უკრაინელი დამცველები აგრძელებენ მოწინააღმდეგის შეკავებას, რომელიც ქალაქის ალყაში მოქცევის მცდელობებს არ წყვეტს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს