ლაგოდეხის მერიაში მოქალაქეთა მომსახურების სივრცე გაიხსნა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში, მოქალაქეთა მომსახურების თანამედროვე სივრცე გაიხსნა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, მოქალაქეთა მომსახურების სივრცე სრულად რეაბილიტირდა, აღიჭურვა ავეჯით და საჭირო ინვენტარით. სივრცე მოქალაქეებს მოემსახურება „ერთი ფანჯრის“ პრინციპით, რაც მუნიციპალური სერვისების ერთ სივრცეში მოქცევას და მოქალაქეებისთვის თანამედროვე კომფორტული გარემოს შექმნას, მომსახურების ხარისხის გაზრდას და დროის ეფექტიანად მართვის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

მოქალაქეთა მისაღების გახსნის ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

„მოსახლეობაზე ორიენტირებული მომსახურების მიღებისთვის არაჩვეულებრივი სივრცე გაიხსნა კიდევ ერთ მუნიციპალიტეტში. მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქემ მუნიციპალური სერვისები მიიღოს ერთი სივრციდან, რაც მომსახურების ხარისხის გაზრდას და დროის ეფექტიანად მართვას შეუწყობს ხელს. არის დამატებითი სერვისები, რომელიც მოსახლეს ჭირდება იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტში კომფორტულად იცხოვროს, შეიქმნას ის გარემო რომელიც მისთვის არის მისაღები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია განვითარდეს და დასაქმდეს”, - განაცხადა მზია გიორგობიანმა.

პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა და მისმა ჯამურმა ღირებულებამ 47 550 ლარი შეადგინა.

მოქალაქეთა მომსახურების თანამედროვე სივრცის ამოქმედება მიზნად ისახავს, დეცენტრალიზაციის ხელშეწყობას, ინკლუზიური და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის დანერგვას, მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებას და ადგილობრივ დონეზე საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან