ფოთის მერი - ჩვენ გუნდის მიზანია, ყველა ის სიკეთე, რასაც ვქმნით და მომავალში შევქმნით, ქალაქის მასშტაბით, თითოეულ უბანში, თითოეულ ადამიანამდე მივიდეს

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა, ბექა ვაჭარაძემ, ნაბადის უბანში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მერმა შეხვედრაზე არზიანის ქუჩის მოსახლეობას გააცნო ინფორმაცია დასრულებულ, მიმდინარე და სამომავლო პროექტებთან დაკავშირებით. ასევე, მოისმინა ადგილობრივების, როგორც ინდივიდუალური, ისე საერთო საჭიროებები.

„ნაბადის უბანში, ე.წ. შტაბის დასახლებაში, არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა: არზიანის, ჯიქიას და ელადას ქუჩებზე ჩატარდა ასფალტირების სამუშაოები.

გადაიხურა მრავალბინიანი სახლების სახურავები შემდეგ მისამართებზე: ჯიქიას N1, ჯიქიას N 5, ჯიქიას N 7, ჯიქიას N9, არზიანის N 11, ბარბაქაძის N 2, არზიანის N 8, სამეგრელოს N 16, სამეგრელოს N 30, ელადას N 21, სევასტოპოლის N 2 კორპუსში რეაბილიტირდა ლიფტი.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მასშტაბური სამუშაოები სარსანიას ქუჩაზე და N8 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ინფორმაციის თანახმად, მოსახლეობასთან კომუნიკაციის შედეგად ეზოების კეთილმოწყობა დაიგეგმა.

„ფოთის მერიის პრიორიტეტი მოსახლეობის საჭიროებაზე მორგებული პროგრამების და პროექტების განხორციელებაა. შესაბამისად, მსგავსი სახის შეხვედრები აქტიურად გაგრძელდება. ჩვენი გუნდის მიზანია, ყველა ის სიკეთე, რასაც ვქმნით და მომავალში შევქმნით, ქალაქის მასშტაბით, თითოეულ უბანში, თითოეულ ადამიანამდე მივიდეს“, - განაცხადა ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს