იუსტიციის სამინისტრო - ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მხარს უჭერს იუსტიციის სამინისტროს ინოვაციურ რეფორმებს

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტი მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაა.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პატიმრების დასახმარებლად არა ერთი სახელმწიფო პროგრამა შეიქმნა. მათი მიზანი რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობა და ამ გზით განმეორებითი დანაშაულისგან საზოგადოების დაცვაა.

მათივე ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ უმაღლესი შეფასება მისცა იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილ ინოვაციას PROBBOX-ს, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. სამინისტრო მუშაობს აღნიშნული პროექტის ექსპორტზეც.

„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან თანამშრომლობით პრობაციონერებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის არეალი საქართველოში კიდევ უფრო გაფართოვდა. აშშ-ის საელჩომ იუსტიციის სამინისტროს 10 პრობბოქსი გადასცა, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით 10 ტერიტორიულ ერთეულში განთავსდება. ამით მათი რაოდენობა 27-მდე გაიზრდება.

იუსტიციის სამინისტრო პრობაციონერებისთვის ინოვაციურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას მომავალშიც განაგრძობს.

PROBBOX-ი ევროპაში პირველი ინოვაციური ტექნოლოგიური მოწყობილობაა, რომელიც პრობაციონერთა ელექტრონულ კონტროლსა და სერვისებს უზრუნველყოფს. პირველად ევროპაში, მისი საშუალებით პრობაციონერთა რეგისტრაცია და მომსახურება, პრობაციის ბიუროში გამოცხადების გარდა, იუსტიციის სახლებსა და მუნიციპალურ შენობებში ხორციელდება, რითაც უზრუნველყოფილია პრობაციონერთა მეტი ანონიმურობა და გაზრდილია პრობაციის შესაძლებლობის გეოგრაფიული არეალი.

საელჩომ სააგენტოს ასევე გადასცა 50 ელექტრონული ზედამხედველობის მოწყობილობა, რომელიც შინაპატიმრობის აღსრულების პერიოდში ადგილმდებარეობის მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს. ხოლო მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს აგროპროდუქციის დისტრიბუცია-რეალიზაციისთვის მსუბუქი ავტომობილი და ციფრული ტექნიკა გადაეცა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი; ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე საქართველოში ალან პერსელი და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს დირექტორი სარა რუპერტი; ასევე დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლადო ხელაძე; მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ხელმძღვანელი თამთა დემურიშვილი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს