გია ცაგარეიშვილი ნიკა გვარამიაზე - კარებიდან გაგდებულებს ფანჯრიდან უნდათ გადმოძვრნენ და რაც დააკლეს იმ ავბედით წლებში საქართველოს, ბოლომდე მიიყვანონ

გვარამიას უნდა რომ ფენიქსისებრ ამოვიდეს ჭაობიდან და ადამიანებს აჩვენოს თავი, თითქოს ახალი ქართველია. კარებიდან გაგდებულებს ფანჯრიდან უნდათ გადმოძვრნენ და რაც დააკლეს იმ ავბედით წლებში საქართველოს, ბოლომდე მიიყვანონ, - ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გია ცაგარეიშვილი ნიკა გვარამიას ინტერვიუს, სადაც გვარამია ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს სისტემური პრობლემები იყო.

როგორც გია ცაგარეიშვილმა აღნიშნა, პარლამენტის დაჩაგვრამ, სასამართლოს ფეხქვეშ გაგდებამ, მედიაზე წარმოუდგენელმა შტურმმა, სასამართლოს არარსებობამ და ა.შ. წარმოშვა გვარამია, როგორც მოვლენა და მისგან შექმნა მონსტრი, მათ შორის ადეიშვილის ხელის ბიჭი.

„გვარამიას უნდა, რომ იმ კატასტროფულ წარსულს, საშინელ მოგონებებს დაუსხლტეს, დაივიწყოს, ჩატოვოს წარსულში, სადღაც სააკაშვილთან მიაგდოს ფეხებთან, მაგრამ მეორე მხრივ, ეს არ შეუძლია ბოლომდე გააკეთოს. ის, რაც მან თქვა, რომ ჩაკეტილი იყო პოლიტიკური წრე, გაუქმებული იყო პარლამენტი, აღარ არსებობდა მედია, არ არსებობდა სასამართლო, სწორედ ამან დაბადა გირგვლიანი, ციხეებში პატიმრების უმაგალითო წამება, ამ ყველაფერმა ამოტყორცნა მათ შორის უსახელო გვარამია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერად და სხვები. ამ უბედურებამ - პარლამენტის დაჩაგვრამ, სასამართლოს ფეხქვეშ გაგდებამ, მედიაზე წარმოუდგენელმა შტურმმა, მათ შორის ტელეკომპანია „იმედის“ დაპყრობამ, იქ ადამიანების მოროდიორობამ წარმოშვა გვარამია, როგორც მოვლენა და შექმნა მონსტრი მისგან, მათ შორის ადეიშვილის ხელის ბიჭი. თან გაურბის წარსულს, მაგრამ ეს წარსული მას ფეხებზე აქვს ხუნდებივით მოდებული და იმ უბედურებაში, ჯოჯოხეთში ითრევს. უნდა, რომ ფენიქსისებრ ამოვიდეს ჭაობიდან და ადამიანებს აჩვენოს თავი, თითქოს ახალი ქართველია. კარებიდან გაგდებულებს ფანჯრიდან უნდათ გადმოძვრნენ და რაც დააკლეს იმ ავბედით წლებში საქართველოს, ბოლომდე მიიყვანონ“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება