რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახური - ალექსეი ნავალნიმ გასეირნების შემდეგ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა - გარდაცვალების მიზეზი დგინდება

რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის რეგიონალური დეპარტამენტი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ამ წლის 16 თებერვალს, მე-3 გამოსასწორებელ კოლონიაში მსჯავრდებულმა ნავალნი ა.ა.-მ გასეირნების შემდეგ თავი ცუდად იგრძნო, თითქმის მაშინვე დაკარგა გონება. სასწრაფოდ მივიდნენ დაწესებულებიდან სამედიცინო მუშაკები და გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი", - ნათქვამია განცხადებაში.

მათი მტკიცებით, განხორციელდა ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება, მაგრამ დადებითი შედეგი არ გამოიღო.

„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა მსჯავრდებულის გარდაცვალება დაადასტურეს. გარდაცვალების მიზეზები დგინდება”, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება