შარლ მიშელი - ევროკავშირი ალექსეი ნავალნის ტრაგიკულ სიკვდილზე პასუხისმგებლობას რუსეთის რეჟიმს აკისრებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ტრაგიკულ სიკვდილზე პასუხისმგებლობა მხოლოდ რუსეთის რეჟიმს აკისრია.

„ალექსეი ნავალნი იბრძოდა თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებებისთვის. თავის იდეალებისთვის მან თავი გაწირა. ევროკავშირი ამ ტრაგიკულ სიკვდილზე პასუხისმგებლობას რუსეთის რეჟიმს აკისრებს. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მათ, ვინც იბრძვის დემოკრატიისთვის მთელ მსოფლიოში ყველაზე ბნელ ვითარებაში. მებრძოლები იღუპებიან, მაგრამ თავისუფლებისთვის ბრძოლა არასოდეს მთავრდება“, - წერს მიშელი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის რეგიონული დეპარტამენტის ცნობით, დღეს, სასჯელაღსრულების მე-3 გამოსასწორებელ კოლონიაში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა.

უწყების მტკიცებით, ნავალნიმ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა, რის შემდეგაც მედიკოსებმა მის გადასარჩენად რეანიმაციული ღონისძიებები განახორციელეს, მაგრამ უშედეგოდ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება