პაატა მანჯგალაძე - პაპუაშვილისა და ივანიშვილის პარტიის განცხადებები მიუთითებს, რომ მათ უნდათ მუდმივ სტრესსა და სიღარიბეში აცხოვრონ საქართველოს მოქალაქეები

2024 წელი ნამდვილად იქნება ხელისუფლების ცვლილების წელი და საქართველოს მოქალაქის და ქართული ოჯახების ეკონომიკურად გაძლიერების დასაწყისი, - აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე.

მანჯგალაძის თქმით „ქართული ოცნების“ განცხადებები საქართველოს მოქალაქეების სიღარიბეში და სტრესში ცხოვრებას ემსახურება.

„პაპუაშვილისა და ივანიშვილის პარტიის განცხადებები მიუთითებს, რომ მათ უნდათ მუდმივ სტრესსა და სიღარიბეში აცხოვრონ საქართველოს მოქალაქეები.

შესაბამისად, აშკარაა ძალიან მკვეთრი სხვაობა მოქალაქეების მიმართ ჩვენი და ივანიშვილის პარტიის დამოკიდებულებას შორის. მათგან განსხვავებით, ჩვენ გვინდა, რომ მოქალაქე იყოს დასაქმებული, ლაღი და საქართველო მდიდარი.

ამიტომ არჩევანი მარტივია, თუ გვინდა შევქმნათ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, თუ გვინდა ჩვენი მოქალაქეები არ გარბოდნენ საქართველოდან, მხარი უნდა დავუჭიროთ ხელისუფლების ცვლილებას. ვისაც მოსწონს მუდმივ სტრესში, დაძაბულობასა და სიღარიბეში ცხოვრება, მათ დაუჭირონ მხარი ივანიშვილის და მისი პარტიის კვლავ გამდიდრებას და ხალხის ძარცვას.

2024 წელი ნამდვილად იქნება ხელისუფლების ცვლილების წელი და საქართველოს მოქალაქის და ქართული ოჯახების ეკონომიკურად გაძლიერების დასაწყისი“, - აღნიშნავს პაატა მანჯგალაძე, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება