ირაკლი ფავლენიშვილი - ეს იყო არა გარდაცვალება, არამედ კიდევ ერთი მკვლელობა, რომელიც პუტინის რეჟიმმა ჩაიდინა კიდევ ერთი პოლიტიკური ოპონენტის - ნავალნის მიმართ

ეს იყო არა გარდაცვალება, არამედ კიდევ ერთი მკვლელობა, რომელიც პუტინის რეჟიმმა ჩაიდინა კიდევ ერთი პოლიტიკური ოპონენტის - ნავალნის მიმართ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ნავალნის მკვლელობა უნდა იყოს მოტივაცია მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის, რომ გაძლიერდეს უკრაინის მხარდაჭერა, რათა „საბოლოოდ განადგურდეს ეს ბოროტების იმპერია“.

„ეს იყო არა გარდაცვალება, არამედ კიდევ ერთი მკვლელობა, რომელიც პუტინის რეჟიმმა ჩაიდინა კიდევ ერთი პოლიტიკური ოპონენტის - ნავალნის მიმართ. ნავალნი იყო ამ რეჟიმის მოწინააღმდეგე და საბოლოო ჯამში მისი ეს ბრძოლა ასრულდა მკვლელობით, ამიტომაც კიდევ ერთი მოტივაცია უნდა იყოს დასავლური და მთლიანად ცივილიზებული სამყაროსთვის, რომ დაჩქარდეს და გაძლიერდეს უკრაინის მხარდაჭერა, რადგან პუტინისტური რეჟიმის, ამ ბოროტების იმპერიის ნგრევისთვის აუცილებელია უკრაინაში უკრაინელი ხალხის და უკრაინის სახელმწიფოს ძლიერ გამარჯვება და ამ გამარჯვებისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარება უნდა გაძლიერდეს და ეს ფაქტი კიდევ ერთ რამეს მოწმობს, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ არის დაფუძნებულ მხოლოდ მკვლელობებზე, სისხლისღვრაზე და ტერორიზმზე“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა, რომლის კომენტარს „ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება