ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩემგან მთავარი სიგნალია ის, რომ ჩვენი სამხედროები უმთავრესია

ჩემგან მთავარი სიგნალია ის, რომ ჩვენი სამხედროები უმთავრესია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“რაც შეეხება ავდეევკას: ვითარება იქ [რთულია] უკვე დიდი ხნის განმავლობაში. გვახსოვს, რას უშვრება რუსეთი ჩვენს ქალაქებსა და სოფლებს. არ დაწყნარდებიან, სანამ იქ ყველაფერს ცოცხალს არ გაანადგურებენ,” - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ავდეევკას რაიონში უკრაინელი სამხედროები ახლა გმირულად იცავენ სტრატეგიულ ობიექტებსა და ლოგისტიკურ გზებს, რომლებმაც მტერს შესაძლოა წინსვლის საშუალება მისცეს.

„ამავდროულად, არ ვისაუბრებ იმაზე, თუ რა ახალ სამხედრო მიდგომებს იყენებენ. მათი ამოცანაა - ყველაფერი გააკეთონ, რათა დაიცვან, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ხალხი…

და ეს მთავარი სიგნალია ჩემგან: ჩვენი სამხედროები უმთავრესია, რაც გვაქვს. და ეს არის ჩვენი მთავარი იარაღი. ყველას შეუძლია თქვას, რომ ომი - ეს დანაკარგებია. არა. უპირველეს ყოვლისა საჭიროა, რომ მცირე დანაკარგებით გვქონდეს. სწორედ ასეთ სიგნალს იღებს ჩემგან [შეიარაღებული ძალების] ხელმძღვანელობა. ხოლო იქ, ბრძოლის ველზე, უკვე პროფესიონალები არიან. იციან, რა უნდა ქნან,” - განაცხადა ზელენსკიმ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის