შალვა პაპუაშვილი - კვალიფიციური უმრავლესობა ოპოზიციის მუდმივი თემაა,  მათ უნდათ, არჩევნები წააგონ და გადაწყვეტილებები თავად მიიღონ - ჩვენი პოზიცია ცნობილია, კვალიფიციური უმრავლესობა მახინჯი პრაქტიკაა

როგორც ანტიკორუფციულ ბიუროსთან, ასევე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან და პერსონალურ მონაცემთა სამსახურთან დაკავშირებით ოპოზიციას სურს, რომ ხელმძღვანელის არჩევაში პარლამენტის მონაწილეობა იყოს კვალიფიციური უმრავლესობით-ჩვენი პოზიცია ცნობილია, კვალიფიციური უმრავლესობა მახინჯი პრაქტიკაა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, კვალიფიციური უმრავლესობა სინამდვილეში გადაწყვეტილების დაბლოკვის მექანიზმია ოპოზიციისთვის.

„საუბარი გვქონდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გაძლიერების საკითხებზე. 8 საკითხი იყო რაც განვიხილეთ და ყველაზე ფაქტობრივად შევთანხმდით. სადაც არ არის თანხმობა არის ის, რომ როგორც ანტიკორუფციულ ბიუროსთან, ისე გაირკვა, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან დაკავშირებით ხელმძღვანელის არჩევაში სურთ, რომ პარლამენტის მონაწილეობა იყოს კვალიფიციური უმრავლესობით. კვალიფიციური უმრავლესობა ოპოზიციის მუდმივი თემაა. მათ უნდათ, არჩევნები წააგონ და გადაწყვეტილებები მათ მიიღონ. ჩვენი პოზიცია ცნობილია, კვალიფიციური უმრავლესობა მახინჯი პრაქტიკაა, ეს გვაჩვენა ცესკოს შემთხვევამაც. რეალურად, არის მცდელობა, რომ შეიფუთოს, როგორც კონსენსუსის მექანიზმი, სინამდვილეში გადაწყვეტილების დაბლოკვის მექანიზმია ოპოზიციისთვის. ცხადია, ამ საკითხში თანხმობა ვერ გვექნებოდა. ერთი საკითხია, რომელსაც ოპოზიცია აყენებს ანტიკორუფციული ბიუროსთვის საგამოძიებო ფუნქციის მინიჭებასთან დაკავშირებით, რაც ვენეციის კომისიის პირდაპირ რეკომენდაციას არ წარმოადგენს. ვთქვით, რომ არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად საგამოძიებო ფუნქციების დაქსაქსვა რომ მოხდეს. ჩვენი შეთავაზება იყო შემოვიღოთ ადმინისტრაციული წარმოების პროცესი, რომელიც გამოკვლევის ტიპის იქნება. ეს სჭირდება, რათა ქმედითი იყოს. საერთო შეთანხმება გვქონდა, რომ კარგი ინსტრუმენტი იქნება. შევთანხმდით ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის იმუნიტეტით აღჭურვასთან დაკავშირებით“,-აღნიშნა პაპუაშვილმა და განმარტა, რომ კანონპროექტი დაინიცირდება მომავალ კვირას, შემდეგ კი კომიტეტებზე განიხილავენ.

მისივე თქმით, ოპოზიციაში იმდენი კვალიფიციური კადრი არ ეგულებათ, რომ ყოველ ჯერზე ოპოზიციის წევრები აირჩიონ ამა თუ იმ თანამდებობაზე.

„რას ნიშნავს კვალიფიციური უმრავლესობა ოპოზიციის ხელში ნახეთ ცესკოს დროს, სახალხო დამცველის შემთხვევაში, რამდენი ხანი ბლოკავდნენ. საბოლოო ჯამში ერთადერთი გზა სახალხო დამცველის არჩევისა იყო ის, რომ ოპოზიციის წევრი ავირჩიეთ. ოპოზიციაში ამდენი კვალიფიციური კადრი არ გვეგულება, რომ ყოველ ჯერზე ოპოზიციის წევრები ავირჩიოთ ამა თუ იმ თანამდებობაზე. დიდი ნდობაც არ გვაქვს მათ მიმართ“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა