საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ლიეტუველ ხალხს სახელმწიფოს აღდგენის დღეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე სტუდენტების, უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო წრეებისა და ლიეტუვური ენის, განათლებისა და კულტურის საუნივერსიტეტო ცენტრის სახელით, ლიეტუველ ხალხსა და ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ანდრიუს კალინდრას ლიეტუვის სახელმწიფოს აღდგენის დღეს ულოცავს.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„თქვენო აღმატებულებავ, ბატონო ელჩო,

ჩემთვის დიდი პატივია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ლიეტუველ ხალხს და პირადად თქვენ მოგილოცოთ ლიეტუვის სახელმწიფოს აღდგენის დღე.

ჩვენთვის, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო საინჟინრო სკოლის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, მნიშვნელოვანია ის პროექტები, რომელიც ხორციელდება ლიეტუვის წამყვან უნივერსიტეტებთან ერთად.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში მოქმედებს ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი, სადაც სტუდენტები ეუფლებიან ლიეტუვურ ენას, ეცნობიან ლიეტუვის ისტორიულ და კულტურულ ტრადიციებს. სტუდენტებისთვის მოქმედებს მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამები და საგანმანათლებლო პროექტები, რაც ხელს უწყობს საქართველოსა და ლიეტუვის ახალგაზრდობის, ორი ქვეყნის სამეცნიერო წრეების მეტად დაახლოებას. ჩვენი უნივერსიტეტის მეცნიერები კი მუშაობენ ლიეტუველ კოლეგებთან ერთად მიღწევათა გაუმჯობესებისთვის. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს ურთიერთთანამშრომლობა მომავალში უფრო გაღრმავდება, რაც მეცნიერებისა და განათლების მაღალ საფეხურს გულისხმობს.

თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა და საუკეთესო სურვილები თქვენს საქმიანობაში მეტი წარმატების, ლიეტუველი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მიმართვაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება