გიორგი ვაშაძე - ყველაზე დიდი უმუშევრობა საქართველოში არის ახალგაზრდებში, ამიტომ გვჭირდება ამერიკული და ევროპული ინვესტიციები, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნას

ყველაზე დიდი უმუშევრობა საქართველოში არის სწორედ ახალგაზრდებში, ეს არის ნომერ პირველი პრობლემა. ყოველი მეორე ახალგაზრდა არის უმუშევარი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ „გამარჯვების კოალიციასა“ და ახალგაზრდებს შორის გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ახალგაზრდები ამთავრებენ უმაღლეს სასწავლებლებს, განათლებას იღებენ, ვერც სამუშაოს იწყებენ, ვერც ბიზნესს და უწევთ უცხოეთში წასვლა.

„დღეს, სამწუხაროდ, გვაქვს რეალობა, რომ ახალგაზრდები ამთავრებენ უმაღლეს სასწავლებლებს, განათლებას იღებენ, ვერც სამუშაოს იწყებენ, ვერც ბიზნესს და უწევთ უცხოეთში წასვლა. სამწუხაროდ, ყოველი მეორე ვინც ემიგრაციაში მიდის არის 18-დან 35 წლამდე. ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან გაახალგაზრდავდა ემიგრაციული ასაკი.

ყველაზე დიდი უმუშევრობა საქართველოში არის სწორედ ახალგაზრდებში, ეს არის ნომერ პირველი პრობლემა. ყოველი მეორე ახალგაზრდა არის უმუშევარი. წარმოუდგენელ რეალობაში ვცხოვრობთ ზოგადად ქვეყანაში, ამ ფონზე კი ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლები გამოდიან და ხან გვემუქრებიან, ხან სიძულვილის ენით ლაპარაკობენ. გუშინ ყოფილი პრემიერი გამოვიდა და მთელს საქართველოს ეჩხუბა და ვერ გავიგეთ რა უნდოდა, ხოლო როგორ უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები ამაზე არაფერი უთქვამს.

რით განსხვავდება განვითარებადი ეკონომიკები ჩვენი ეკონომიკებისგან?! ორი რამ არის ინოვაციებისა და ბიზნესის შესაქმნელად - პირველი ეს არის განათლება და მეორე ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. სამწუხაროდ, საქართველოში ორივე მიმართულებით გვაქვს პრობლემა. არ გვაქვს ის თანამედროვე განათლება, რომელიც ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას, რომ იყოთ წარმატებულები და მეორე მხრივ, არ გვაქვს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა იმიტომ, რომ ყველაფერი ძალიან ძვირია.

სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ჩვენ გვინდა ძალიან ბევრი თანამედროვე და წარმატებული კომპანია შემოვიდეს საქართველოში. წინაზე ვისაუბრე "მერსედესის" კომპანიის ჩამოყვანაზე ჩვენს ბაზარზე, თუმცა, ამაზე ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლები იცინიან. რატომ? რატომ არ უნდა გვქონდეს ამბიცია, რომ მსხვილი კომპანიები შემოვიყვანოთ საქართველოს ბაზარზე და მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაზრდა, რომ შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი, რომ არ მოუწიოს ქართველ ახალგაზრდას ემიგრაციაში წასვლა და მიიღოს ღირსეული, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი?!

უმუშევრობა, რომელიც ნომერ პირველი პრობლემა სხვაგვარად ვერ გადაწყდება. ამერიკული და ევროპული ინვესტიციები გვჭირდება, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნას. დიახ, ევროპულ და ამერიკულ ინვესტიციას მოყვება, როგორც ფინანსები ასევე სამუშაო ადგილები და მეტი ცოდნა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება