იტალიის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს.

„იტალიის მთავრობის და პირადად ჩემი სახელით მინდა მოგილოცოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრად თქვენი დანიშვნა.

იტალიასა და საქართველოს შორის პარტნიორობა ეფუძნება იმ საერთო ღირებულებების ერთობლიობას, რომელიც პირველ რიგში აისახა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი სუვერენიტეტის ჩვენი მტკიცე მხარდაჭერით. ჩვენ კვლავ წინ აღვუდგებით ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო წესრიგის ამ ფუნდამენტურ პრინციპს.

ჩვენი შეხედულებების იდენტურობა ასევე წარმოდგენილია იტალიის მხარდაჭერით საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ, რაც დასტურდება გასული წლის დეკემბერში ევროპული საბჭოს მიერ საბოლოოდ აღიარებული წევრობის კანდიდატობის სტატუსით, რომლის სასარგებლოდ იტალია მუდმივად მუშაობდა შესაბამის ევროპულ სტრუქტურებში.

ამ საფუძვლებზე დაყრდნობით მე მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ ერთად ვიმუშაოთ იმ მჭიდრო კავშირების გასაღრმავებლად, რომელიც გვაერთიანებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ დონეზე, და, ამავდროულად, იტალიური ცოდნის, გამოცდილების გაზიარებით, ამბიციური რეფორმის განსახორციელებლად, სადაც საქართველოს ინსტიტუციები დაკავებულები არიან ევროპულ გზაზე წინსვლით.

კიდევ ერთხელ გულწრფელად გილოცავთ და გამოვხატავ თქვენს მიმართ ჩემს პატივისცემას“, - ნათქვამია ჯორჯია მელონის მისალოცში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება