"პუტინი მკვლელია“, „რუსეთი იქნება თავისუფალი“, „არ დაივიწყო, არ აპატიო“ - ამ შინაარსის ლოზუნგებით რუსეთის მოქალაქეები თბილისში, რუსეთის საელჩოს ყოფილ შენობასთან შეიკრიბნენ

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის საპყრობილეში გარდაცვალებასთან დაკავშირებით, თბილისში, შვეიცარიის საელჩოსთან, სადაც რუსეთის ინტერესების სექცია მდებარეობს, რუსეთის მოქალაქეები შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეებმა ადგილზე მიიტანეს ყვავილები, სანთელები, ალექსეი ნავალნის სურათები და საპროტესტო პლაკატები წარწერით - „პუტინი მკვლელია“, „რუსეთი იქნება თავისუფალი“, „მკვლელები“, „არ დაივიწყო, არ აპატიო“.

შეგახსენებთ, რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის რეგიონული დეპარტამენტის ცნობით, დღეს, სასჯელაღსრულების მე-3 გამოსასწორებელ კოლონიაში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა. უწყების მტკიცებით, ნავალნიმ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა, რის შემდეგაც მედიკოსებმა მის გადასარჩენად რეანიმაციული ღონისძიებები განახორციელეს, მაგრამ უშედეგოდ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება