ჯო ბაიდენი - ისტორია უყურებს წარმომადგენელთა პალატის წევრებს, ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინის მხარდაჭერაში ჩავარდნა არასდროს იქნება დავიწყებული - დროა, ნაბიჯი გადადგან, იმის ნაცვლად, რომ ორი კვირით არდადეგებზე გავიდნენ

ისტორია წარმომადგენელთა პალატის წევრებს უყურებს, უკრაინის მხარდაჭერაში ჩავარდნა არასდროს არ იქნება დავიწყებული, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ეს ტრაგედია ამ მომენტის ფსონებს გვახსენებს. დაფინანსება უნდა უზრუნველვყოთ, რათა უკრაინამ შეძლოს თავდაცვის გაგრძელება პუტინის სასტიკი ხოცვა-ჟლეტისა და ომის დანაშაულების წინააღმდეგ.

სენატის ორპარტიული კენჭისყრა იყო, რომელიც დიდი უმრავლესობით იქნა მიღებული უკრაინის დაფინანსებასთან დაკავშირებით. ისტორია გვიყურებს. ისტორია უყურებს წარმომადგენელთა პალატის წევრებს. ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინის მხარდაჭერაში ჩავარდნა არასდროს იქნება დავიწყებული, ისტორიის ფურცლებზე დაიწერება, ამას შედეგები მოჰყვება. და დრო მიდის…

დროა ნაბიჯი გადადგან, იმის ნაცვლად, რომ ორი კვირით არდადეგებზე გავიდნენ. ორი კვირით! მიდიან. ორი კვირით! რას ფიქრობენ? ღმერთო, ეს საოცარია. და ეს კიდევ უფრო აძლიერებს შეშფოთებას, ნამდვილ შეშფოთებას და თითქმის პანიკას, რომ აშშ-ს შეუძლია სანდო მოკავშირე იყოს. ეს აღმაშფოთებელია”, - განაცხადა ბაიდენმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება