ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მიუნხენში მოლაპარაკებები გამართეს

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მიუნხენში მოლაპარაკებები გამართეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვანგ იისა და ენტონი ბლინკენს შორის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრა „გულწრფელი, მნიშვნელოვანი და კონსტრუქციული“ იყო.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იიმ ენტონი ბლინკენთან ჩინეთის კომპანიებისა და კერძო პირების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის საკითხი განიხილა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მხარეებმა მოსაზრებები სხვადასხვა რეგიონული საკითხების, მათ შორის უკრაინის კრიზისისა და კორეის ნახევარკუნძულის შესახებ გაცვალეს.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ ვანგ იისთან შეხვედრისას ენტონი ბლინკენმა უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მიმართ ჩინეთის მხარდაჭერის გამო შეშფოთება გამოთქვა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს