გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა განიხილეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის მიმდინარეობას გაეცნო. შეხვედრაზე აღნიშნული მიმართულებით არსებული გამოწვევები განიხილეს და სამომავლო აქტივობებზე იმსჯელეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ყურადღება ქვეყნისთვის ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას აღებული ვალდებულებების შესრულების მიმართულებით. დღეის მდგომარეობით, ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული 27 გარემოსდაცვითი რეგულაციიდან, საკანონმდებლო დაახლოება უკვე განხორციელებულია 20 სამართლებრივ აქტთან, ხოლო 7 სამართლებრივ აქტთან დაახლოების მიზნით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, 200 ევროკავშირის სამართლებრივი აქტიდან საქართველოს კანონმდებლობა უკვე დაახლოებულია 130-ზე მეტ ნორმატიულ აქტთან, რომელიც ფარავს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის მიმართულებით სხვადასხვა საკითხებს, რომელთა უდიდესი ნაწილი ამოქმედებულია“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

უწყების ცნობითვე, შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მინისტრის მოადგილეები კახა კაკაბაძე, სოლომონ პავლიაშვილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო: სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების საკითხებს; სურსათის უვნებლობას, ვეტერინარიასა და ფიტოსანიტარიულ პოლიტიკას; ქვეყნის მასშტაბით, მიწის ნაკვეთის იდენტიფიკაციის სისტემის შექმნისა და ლაბორატორიული ტესტირების შესაძლებლობების გაძლიერების საკითხებს; გარემოსა და კლიმატის სექტორში ადმინისტრაციული და ინსპექტირების შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს; საქართველოს კანონს „წყლის რესურსების მართვის შესახებ,“ რომელიც ევროკავშირის წყლის კანონმდებლობას ეფუძნება; გარემოსდაცვითი ინფორმაციის ფართო საზოგადოებისთვის მიწოდების კუთხით გატარებულ ღონისძიებებს; ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს „სამრეწველო ემისიების შესახებ“; ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს; ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განახლებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება