ამერიკელმა, არაბმა და ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა მიუნხენში ომის შემდგომი ღაზის სექტორის იდეები განიხილეს

ამერიკელმა, არაბმა და ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა მიუნხენში ომის შემდგომი ღაზის სექტორის იდეები განიხილეს.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ომის შემდგომი ღაზის გეგმის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით ამერიკელ, არაბ და ევროპელ ოფიციალურ პირებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზება განიხილეს.

მიუნხენში გამართულ შეხვედრაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პრინცი ფაიზალ ბინ ფარჰანი და იორდანიის, კატარის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობდნენ.

ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ეს მსგავსი ფორმატის პირველი შეხვდრა იყო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს